თბილისი (GBC) – თურქეთმა და სომხეთმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ონჯუ კეჩელი წერს.
მისი თქმით, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მიღებული ზომების ფარგლებში, რაც 2022 წლიდან გრძელდება, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მზადება, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, დასრულებულია.
კეჩელმა აღნიშნა, რომ სომხეთთან საზღვრის გასახსნელად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები გრძელდება.