თბილისი (GBC) - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია) განცხადებით, სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა.
ამასთან, საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მიაწოდებს მეტ დეტალს საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ.
საიას თავმჯდომარის შეფასებით, კანონი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების „შევიწროების იარაღად არის გამიზნული“.
„ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, მიიღეს კიდევ ერთი კანონი (FARA), რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უფლებადამცველების შევიწროების იარაღად არის გამიზნული ქართულ რეალობაში.
მათ შორის, სწორედ ამ ცვლილებებმა დააინიცირა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა ამ კონტექსტში პირველად.
1 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლო ამ საქმის განხილვას იწყებს.
2026 წლის პირველ აპრილს, საზოგადოებას მივაწოდებთ მეტ დეტალს ამ საქმის არსის, და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ“, - წერს ონიანი.