თბილისი (GBC) – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს, 11 სექტემბერს დააპატიმრეს. ამის შესახებ სუსის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
სუსის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო 2021 წლის თებერვლიდან, 2024 წლის თებერვლამდე.