თბილისი (GBC) – საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,წითელი ხიდი", არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 98 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 27 710 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.