თბილისი (GBC) – უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთში ვიზიტებს გეგმავს.

მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტი არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ საუდის არაბეთსაც ეწვევა. თუმცა, დაგეგმილი ვიზიტების დეტალები არ სახელდება.

23 აპრილს სახელმწიფოს მეთაური კვიპროსში ჩავიდა, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

ზელენსკის აზერბაიჯანში ვიზიტის გეგმების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის თებერვალშიც ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ ვიზიტი არ შედგა.

აზერბაიჯანმა ომის განმავლობაში უკრაინას არაერთხელ გაუწია ჰუმანიტარული დახმარება.