თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 1Q26-ის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 7%-ით შემცირდა და 801 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 376.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.1%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 152.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 0.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 1Q26-ში რძის წარმოებამ 107.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 18 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია.