თბილისი (GBC) - სააგენტო Reuters წერს, რომ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩინეთმა 2025 წელს თითქმის $1.2 ტრილიონიანი დადებითი სავაჭრო ბალანსი აჩვენა. ეს შედეგი განაპირობა ექსპორტის ბუმმა  არაამერიკულ ბაზრებზე, რითაც ჩინელმა მწარმოებლებმა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მზარდ ზეწოლას უპასუხეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას, შედეგი გამოიღო.

ჩინეთმა ფოკუსი გადატანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაზე, რითაც დააზღვია ეკონომიკა ამერიკული ტარიფებისგან. შედეგად: 

  • ექსპორტი აფრიკაში: გაიზარდა 25.8%-ით
  • ექსპორტი ASEAN–ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) ქვეყნებში: გაიზარდა 13.4%-ით
  • ექსპორტი ევროკავშირში: გაიზარდა 8.4%-ით
  • ექსპორტი აშშ-ში: შემცირდა 20%-ით

„ჩინეთის ეკონომიკა არაჩვეულებრივ კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს“, – აცხადებს ფრედ ნოიმანი, HSBC-ის მთავარი ეკონომისტი აზიაში. თუმცა, მან ისიც დასძინა, რომ ეს გამოწვეულია შიდა მოთხოვნის სისუსტითა და ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებით.