თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება დღეს შეაჩერა.

აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ელისონ ბაროუზმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დანიშნულია, დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა.

ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად მიიჩნევს.