თბილისი (GBC) – ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და აშშ–ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მონაწილეობით, SOCAR–სა და ExxonMobil–ს შორის „თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს“ პარასკევს მოეწერა ხელი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯბაროვმა და კომპანია ExxonMobil–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯონ არდილმა.

სააგენტო REUTERS წერს, რომ ახალი კვლევითი პროგრამები და პარტნიორობა მსოფლიო ბრენდთან, როგორიცაა ExxonMobil, ზრდის აზერბაიჯანის, როგორც რეგიონალური ენერგეტიკული მოთამაშის იმიჯს და უფრო მიმზიდველს ხდის გლობალური ინვესტორებისთვის.

დღესვე ვაშინგტონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი.