აღწერათაშორისი პერიოდის მონაცემების გადაანგარიშება საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა. მას რეკომენდაციას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურები. ეს უზრუნველყოფს აღწერებს შორის პერიოდის მონაცემების თავსებადობასა და შესადარისობას.მაჩვენებლების გადაანგარიშების პირველ ეტაპზე შეფასდა მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილების ძირითადი კომპონენტების - დაბადების, გარდაცვალების და მიგრაციის თავსებადობა 2014 და 2024 წლების აღწერების შედეგებთან. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბუნებრივი მოძრაობის შესახებ არსებული მონაცემები საკმარისად მყარ და სანდო ადმინისტრაციულ საფუძველს ეყრდნობოდა. შესაბამისად, აღწერათაშორისი პერიოდის გადაანგარიშების პროცესში დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები უცვლელად იქნა შენარჩუნებული, ხოლო აღწერებს შორის გამოვლენილი დემოგრაფიული ბალანსის კორექტირება განხორციელდა მიგრაციული კომპონენტის გადასინჯვის გზით.მიგრაციის მაჩვენებლების გადაანგარიშების აუცილებლობა რამდენიმე მეთოდოლოგიურმა და პრაქტიკულმა გარემოებამ განაპირობა.უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია აღწერებისა და მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკის ფარგლებში გამოყენებული დროითი კრიტერიუმები მუდმივი საცხოვრებელი ადგილის (usual residence) და მიგრანტის სტატუსის განსაზღვრისთვის. მოსახლეობის აღწერისას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ეფუძნება ქვეყანაში ცხოვრების 12-თვიან კრიტერიუმს, მაშინ როდესაც მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკის წარმოებისას გამოიყენება 6 თვიანი ზღვარი. აღნიშნული განსხვავება ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პირის გადაადგილება აღწერისა და მიმდინარე მიგრაციული სტატისტიკის ფარგლებში ყოველთვის ერთნაირად არ კლასიფიცირდება.მეორე მნიშვნელოვანი გარემოება დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიულ თავისებურებებთან. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის მოსახლეობის გადაადგილების შესახებ სრულყოფილი ადმინისტრაციული ინფორმაცია არ არსებობს და ასეთი გადაადგილებები მიმდინარე საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკაში ვერ ისახება.მესამე ფაქტორი უკავშირდება მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკის წარმოებისას გამოყენებული მეთოდის სპეციფიკას. უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაციის სტატისტიკის ძირითადი ადმინისტრაციული წყაროა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. შესაბამისად, საზღვრის კვეთის ადმინისტრაციული ჩანაწერების მიგრაციულ მოვლენებად კლასიფიცირება მოითხოვს დროითი კრიტერიუმების, ალგორითმებისა და შეფასებითი მიდგომების გამოყენებას. ამასთანავე, მიმდინარე მიგრაციული სტატისტიკის წარმოებისას გამოყენებული ზოგიერთი შეფასებითი კოეფიციენტი და განაწილების პარამეტრი ეფუძნებოდა წინა აღწე რის პერიოდში ჩამოყალიბებულ მიგრაციულ სტრუქტურასა და ქცევით მოდელებს.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია დემოგრაფიული პროცესების ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი კომპონენტია და მნიშვნელოვნად რეაგირებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და საგარეო ფაქტორებზე. განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილებები დაფიქსირდა COVID-19-ის პანდემი ის პერიოდში და ასევე, მის შემდგომ, რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შეიცვალა როგორც საერთაშორისო გადაადგილების ინტენსივობა, ისე ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა, განმეორებითი გადაადგილებების სიხშირე და სხვადასხვა მიგრაციული ჯგუფის ქცევა.ისტორიული მწკრივის გადაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდოლოგია დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საერთაშორისოდ აღიარებული და მეცნიერულად დასაბუთებული სტატისტიკური მეთოდების ერთობლიობა, კერძოდ: კოჰორტულ-კომპონენტური მეთოდი (Cohort-Component Method), რომლის მიხედვითაც განხორციელდა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების თანმიმდევრული გადაანგარიშება; დემოგრაფიული ბალანსის მეთოდი (Demographic Balancing Method), რომელიც გამოყენებულ იქნა მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილების დასაკავშირებლად დაბადებებთან, გარდაცვალებებთან, იმიგრაციასა და ემიგრაციასთან; მრავალწყაროიანი მონაცემთა ინტეგრაციის მეთოდის (Multi-source Data Integration) გამოყენებით განხორციელდა მოსახლეობის აღწერის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე მონაცემთა წყაროების ერთიან ანალიტიკურ ჩარჩოში გაერთიანება და მათი გამოყენება დანიშნულებისა და ხარისხის შესაბამისად; გეოგრაფიული ჰარმონიზაცია და რეკლასიფიკაციის კორექტირების მეთოდის (Geographic Harmonisation/ Reclassification Adjustment) საფუძველზე განხორციელდა ადმინისტრაციული საზღვრებისა და დასახლების სტატუსის ცვლილებების გათვალისწინება დროითი შესადარისობის უზრუნველსაყოფად. მოსახლეობის რიცხოვნობის გადაანგარიშება არ შემოიფარგლა მხოლოდ ქვეყნის საერთო მაჩვენებლით. გადაანგარიშება განხორციელდა რეგიონების, მუნიციპალიტეტების, საქალაქო და სასოფლო დასახლებების, ასევე ქალაქებისა და დაბების დონეზე. აღსანიშნავია, რომ გადაანგარიშება შეეხო 2016-2024 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და 2015-2024 წლების მიგრაციის მონაცემებს.2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა.ქვეყნის დონეზე 2015-2021 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა შედარებით ზომიერი ტემპით იზრდებოდა და აღნიშნულ პერიოდში ზრდამ 63.5 ათასი კაცი (1.7%) შეადგინა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 25 ათასი კაცით შემცირდა. შემდგომ პერიოდში ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა: 2022-2025 წლებში მოსახლეობა 169.9 ათასი კაცით (4.5%) გაიზარდა.დემოგრაფიული ბალანსის კომპონენტების განხილვა საშუალებას იძლევა მოსახლეობის რიცხოვნობის წლიური ცვლილება უფრო ზუსტად აიხსნას. 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება ასახავს წინა კალენდარული წლის ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული სალდოს შედეგს. 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატება ჯერ კიდევ დადებითი იყო, თუმცა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მიგრაციული სალდო უმეტესად ზომიერი რჩებოდა.2020 წლიდან ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფით ნიშნულზე გადავიდა. 2020 წელს დაფიქსირებულმა უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ (-4 ათასი) და დადებითმა მიგრაციულმა სალდომ (+19.1 ათასი) 2021 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობა დაახლოებით 15 ათასით გაზარდა. 2021 წელს კი უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ (-14.0 ათასი) და უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ (-11 ათასი), გამოიწვია 2022 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობის რიცხოვნობის 25 ათასი კაცით შემცირება.2022–2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო (ჯამურად -13.8 ათასი კაცი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის საერთო რაოდენობამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 169.9 ათასით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობის აღნიშნული ცვლილება დემოგრაფიული პროცესების ერთობლივი შედეგია.აღსანიშნავია, რომ 2015-2025 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად რამდენიმე რეგიონში - თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.2015-2025 წლებში გამოიკვეთა ურბანიზაციის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია. 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა 2 135.6 ათასი კაცი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 57.4%-ს შეადგენდა. 2025 წლისთვის საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 2 445.4 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა მთლიან მოსახლეობაში 62.2% შეადგინა. შესაბამისად, 2015-2025 წლებში ურბანიზაციის დონე 4.8 პ.პ.-ით გაიზარდა.ამავე პერიოდში საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 309.8 ათასი კაცით, 14.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სასოფლო დასახლებების მოსახლეობა 101.3 ათასი კაცით, 6.4%-ით შემცირდა. ამდენად, ქვეყნის მოსახლეობის 2015-2025 წლების საერთო მატება მთლიანად საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ზრდის ფონზე განხორციელდა, მაშინ როდესაც სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, 2015-2025 წლებში შეიცვალა მისი სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურაც:კაცების რიცხოვნობა 1 777.1 ათასიდან 1 881.4 ათასამდე, ქალებისა კი 1 944.8 ათასიდან 2 049.0 ათასამდე გაიზარდა. ზრდა ორივე სქესში თითქმის თანაბარი იყო. შედეგად, კაცების წილი 47.7-დან 47.9%-მდე გაიზარდა, ქალებისა კი 52.3-დან 52.1%-მდე შემცირდა. ყოველ 100 ქალზე კაცების რაოდენობა 91.4-დან 91.8-მდე გაიზარდა, რაც სქესობრივი დისბალანსის მცირედ შემცირებაზე მიუთითებს.ასაკობრივ სტრუქტურაში ყველაზე მკაფიოდ ხანდაზმული მოსახლეობის ზრდა გამოიკვეთა. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა 531.3 ათასიდან 690.4 ათასამდე, ანუ 159.1 ათასით (29.9%-ით) გაიზარდა, ხოლო მისი წილი მთლიან მოსახლეობაში 14.3-დან 17.6%-მდე გაიზარდა.0-14 წლის მოსახლეობა 702.8 ათასიდან 773.3 ათასამდე გაიზარდა, მისი წილი კი 18.9-დან 19.7%-მდე. 15-64 წლის მოსახლეობა, ქვეყნის მოსახლეობის საერთო ზრდის მიუხედავად, 2 487.8 ათასიდან 2 466.7 ათასამდე, ანუ 21.1 ათასით შემცირდა, ხოლო მისი წილი 66.8-დან 62.8%-მდე შემცირდა.საერთაშორისო მიგრაცია საქსტატის მონაცემებით, 2015–2024 წლებში დაფიქსირდა დადებითი კუმულაციური მიგრაციული სალდო, რამაც +212.7 ათასი შეადგინა.2015–2019 წლებში მიგრაციული ნაკადები შედარებით სტაბილური იყო: იმიგრანტების რიცხოვნობა 84.3-დან 94.1 ათასამდე, ხოლო ემიგრანტებისა 75.7-დან 90.8 ათასამდე მერყეობდა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო შედარებით დაბალი და სტაბილურად დადებითი იყო (+1.1-დან +8.6 ათასამდე).2020–2021 წლებში ნაკადების მოცულობა მკვეთრად შეიცვალა. 2020 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 58 ათასამდე შემცირდა, რის შედეგადაც მიგრაციულმა სალდომ +19.1 ათასი შეადგინა. 2021 წელს კი, საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტოდ, დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (−11 ათასი).2022–2024 წლებში აღინიშნა მიგრაციული აქტივობის მკვეთრი ზრდა და მაღალი დადებითი მიგრაციული სალდო. 2022 წელს იმიგრანტების რიცხოვნობამ 200.2 ათასს მიაღწია, ხოლო მიგრაციულმა სალდომ საანგარიშო პერიოდის მაქსიმუმი, +89 ათასი შეადგინა.2023 და 2024 წლებში მიგრაციული სალდო, შესაბამისად, +54.8 და +40 ათასი იყო. ჯამში, 2022–2024 წლებზე მოდის 2015–2024 წლების კუმულაციური დადებითი მიგრაციული სალდოს დაახლოებით 86%.
1794383189
დანიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას და კონკრეტული ვადებიც დაასახელა.„ვფიქრობ, ნოემბერში, არა უგვიანეს, უნდა შევთანხმდეთ, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე. ასე უკეთესი იქნება, რადგან მათ ექნებათ მანდატი მთელი ევროპისგან, მთელი ამ კოალიციისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, სასურველია ეს საკითხი 19 ნოემბერს გერმანიაში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გადაწყდეს.ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სურს ამ საკითხზე ევროკავშირთან და სხვა ევროპულ ძალებთან წინასწარი დიალოგი ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინა უკვე მიღებული გადაწყვეტილების წინაშე დააყენონ.POLITICO წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უკრაინის ძირითადი ფინანსური დონორია, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ჩაერთოს უმაღლესი დონის დიალოგში მოსკოვთან და ვაშინგტონთან, ან საერთოდ ღირს თუ არა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. გასულ კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ჩართულობა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ქაოსური“ უწოდა. ევროპელი ლიდერები ამ საკითხებზე მიმდინარე კვირას დუბლინის სამიტზე იმსჯელებენ.პარალელურად, აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების ფონზე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მომდევნო რაუნდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის სრულფასოვანი ჩართულობა სურთ. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ვაშინგტონს სურს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვის საკითხიც განიხილოს, რაც რუსეთის დიდი ხნის მოთხოვნას წარმოადგენს.
1794379666
მიზანი სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.ხელმოწერის ცერემონია ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.
1794322680
bpn-ის ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შეზღუდულ ვადაში შესყიდვა ღონისძიების სპეციფიკაცამ განაპირობა.კონცეფცია რუსთაველზე ახალი ბოძების და სანათების მონტაჟმა შეცვალა და საჭირო გახდა ილუმინაციების შესყიდვა. ჯგუფმა სამუშაოები 10 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რომ 2027 -ის სადღესასწაულო აქტივობების ორგანიზება მოესწროს."მნიშვნელოვანია ვიზუალის და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება. რაც დროში შეზღუდვას იწვევს, შესაბამისად 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.შესაძენია 95 კვების ბლოკი, 900 ცალი 2D ფიგურა, 1 450 მანათობელი და 72 000 მ განათების თოკი.
1794320460
პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.(R)
1794319374
„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება - BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან. BTU-სთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“.საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება.ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“.ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ.პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.(R)
1794314079
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხები...
1793169691













