თბილისი (GBC) - საქართველოს თუ რამეში უსწრებს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ, - პრემიერი გამოეხმაურა მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა**კანდიდატი ქვეყანა და ისურვებდა, რომ „იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა“.
გაფართოების დოკუმენტზე, სადაც საქართველო არ მოიხსენიება, დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 1 000 ნაბიჯით უსწრებს მოლდოვას, უკრაინასაც და სხვა კანდიდატ ქვეყნებს. "დანარჩენი უკვე ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავია. თუ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ, შეუფერხებლად გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია“,
მისი თქმით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, "გაცხადებული გვაქვს სურვილი და ნება, რომ გზას განვაგრძობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს".
ევროკომისიამ წინა პოლიტიკას გადახედა, მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები. საუბარია 4 კანდიდატზე (ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინაზე), რომელთა საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.
**„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა"
