თბილისი (GBC) - ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდება, - მთავრობის სხდომაზე პრემიერ კობახიძის თქმით,
შედეგად ფული დაიზოგება და სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენიმე მილიონის ლარის შემოსავალს აღარ დაკარგავს./
შუამავალი ნიშნავდა დამატებით ხარჯებს სახელმწიფოსთვის და ამ გადაწყვეტილების თანახმად, რამდენიმე მილიონის შემოსავალს აღარ დაკარგავს ბიუჯეტი.
"შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს. მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა კობახიძემ.
