GE EN
სხვა სიახლეები
"ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს" - საფრანგეთში საქართვ...

GBC გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვასიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია:„ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში.იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი.თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი.მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი."

1715260513

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: „Quo vadis,...

"დღევანდელი დღე საზეიმო უნდა იყოს, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც "ხალხის მტრების" სიებისა და ანონიმური ზარების ადგილი არ არის. Quo vadis, Georgia? (ლათ. სად მიდიხარ, საქართველო?), - ნათქვამია კლაარის განცხადებაში.ცნობისთვის, 8 მაისს თბილისში უცნობი პირები სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გია ჯაფარიძეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს.მანამდე, 8 მაისის დილას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "მოძალადეთა გამჭვირვალე" ბაზას შექმნის. მისივე თქმით, მონაცემთა ბაზის მიზანი იქნება, რომ საზოგადოებას მორალური რეაქცია ჰქონდეს და იცოდეს, თუ ვინ ახორციელებს მათზე ზეწოლას. დღეს, 9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა ვბცსდბც გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისივე თქმით, თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს.

1715256741

ევროპარლამენტის დეპუტატი ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებით გამოდის

„საუკეთესო დროა ივანიშვილის დასანქცირებისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფოტოს აზიარებს.8 მაისს გვიან ღამით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან სასტიკად სცემეს "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.

1715250479

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს...

ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი გაეცეს და ასეთმა შემთხვევებმა მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე არ მიიღოს, ვინაიდან ეს შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.8 მაისის საღამოს „აგენტების კანონის“ სულ მცირე სამ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე. მისი ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ძმამ - ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც.ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია სახისა და ქალა-ტვინის ტრავმებით.მანამდე, 9 მაისს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 8 მაისს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

1715241028

შს მინისტრის მტკიცებით, წუხელ პოლიტიკოსების ცემის ფაქტებზე გამოძიება მ...

„გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა გომელაურმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.„რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს - არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე და თქვენს კოლეგებზე. მე არ მინახავს თქვენს ეთერში, რაც „პოსტივის“ ჟურნალისტს გაუკეთეს დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ - „ბატონო ვახტანგ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტზე {ზეწოლა იყო}“. მარტო ცალ მხარეს ნუ ხართ. ყველანაირ თავდასხმას ვგმობ!“ - განაცხადა გომელაურმა.გარდა ამისა, გომელაური „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა სხვა პირებიც, მათი დაკავებაც მოხდა.„რაც შეეხება დაკავებულებს, იცით, რომ ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, მათი დაკავება მოხდა. სასამართლოში განჩინება ავიღეთ და დავაკავეთ. გამოძიებას ვაგრძელებთ, ძალიან ზღვა კადრებს ვამუშავებთ, ასევე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოხდება, სხვა პირების“, - აღნიშნა გომელაურმა.თავდასხმები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებზე8 მაისის საღამოს „აგენტების კანონის“ სულ მცირე სამ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე. მისი ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ძმამ - ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც.ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია სახისა და ქალა-ტვინის ტრავმებით. 

1715240639

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება ევროპის დღ...

„დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული.საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის, ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ.ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.

1715238558