ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6594        EUR 3.0144        GBP 3.3346        RUB 4.0028        UAH 0.9546        AZN 1.5635        AMD 5.4765      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობამ კურორტი ახტალა გასაყიდად გამოიტანა
16 მაისი, 2018, 17:34
მთავრობამ კურორტი ახტალა გასაყიდად გამოიტანა

თბილისი (GBC) - პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა იყიდება. 

კომპანიაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 99.5%-იანი წილის  საწყისი ფასი  3 755 000 ლარია. 

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 12 მილიონი  ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

დეტალები იხილეთ:  https://www.eauction.ge/Home/EntityView/522020

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები