თბილისი (GBC) - "რუსული"კანონის მიღების შემდეგ საქართველოს რამდენი მოქალაქე დატოვებს ქვეყნის ფარგლებს?

- რომან გოცირიძემ, ოხანაშვილის მიერ კომიტეტის სხდომიდან გაძევებამდე, მხოლოდ ამ ერთი კითხვის დასმა მოასწრო

და ევროოპტიმისტი, დანარჩენ "ოპტიმისტებთან " ერთად სხდომათა დარბაზის კარს მიღმა აღმოჩნდა. გოცირიძეს, დარჩენილი კითხვების რიტორიკულად დასმა და სხდომის წამყვანის უღირსი ქმედებების დაგმობა, სხვა გაძევებულებთან (დეკანოიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მანჯგალაძე ...) დერეფანში მოუწია.

ის ყველა კითხვის დასმას მოასწრებდა, გრძელი შესავალი რომ არ წაემძღვარა. აღნიშნა, რომ "აგენტების" კანონი ცივილურ სამყაროში სამად სამ ქვეყანაში მოქმედებს, აშშ/ისრაელი/ახალ ზელანდიაში, უსაფრთხოებისთვის და არა გამჭვირვალობისთვის. ასე რომ ქართულ (რუსულ) კანონპროექტთან აცდენაა დროშიც და კონტექსტშიც. 

რომან გოცირიძემ ოხანაშვილს მიანიშნა იმ პოტენციურ რისკებზე, რაც პროექტის შესაძლო დაკანონებას მოჰყვება.  რა ეშველება საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებულ, შშმ, დევნილ თუ სხვა სოციალურ ჯგუფებს, მათ შორის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას.

გოცირიძემ მოასწრო ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ანალოგიური კანონი მოქმედებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.