ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6611        EUR 3.0233        GBP 3.4363        RUB 3.9996        UAH 0.9553        AZN 1.565        AMD 5.4981      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BTC -ის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე Stadler-ის ლიანდაგის გადამყვანები დამონტაჟდება
მარიამ მინაძე
6 ივნისი, 2018, 17:23
BTC -ის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე Stadler-ის ლიანდაგის გადამყვანები დამონტაჟდება

თბილისი (GBC) - ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე Stadler-ის ლიანდაგის გადამყვანები დამონტაჟდება.

შესაბამისი ხელშეკრულება შვეიცარიულ კომპანიასა და შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“ შორის  გაფორმდა.

Stadler-ის  ცნობით,  UIC-60 სტანდარტის ლიანდებზე ავტომატური გადასვლის სისტემა დამონტაჟდება  თურქეთის საზღვართან ახლოს, ახალქალაქში. ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს  მატარებლების შეუფერხებელი გადართვა  ევროპული სტანდარის ლიანდაგიდან  ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სტანდარტზე.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა რ65 სტანდარტის (ფართე) ლიანდები უერთდება ევროპულ UIC-60 სტანდარტის (ვიწრო) ლიანდებს. შემუშავებული პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდებზე მოძრავი შემადგენლობა უნდა გადავიდეს ავტომატურ რეჟიმში, სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ).

სწორედ ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გამო, მგზავრთა გადაყვანის დაწყება იგეგმება 2019 წლისათვის.

ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზის  ქართული მონაკვეთი მთლიანობაში მოიცავს 180 კილომეტრი სიგრძის სრულიად ახალ ლიანდაგს. აქედან 153 კილომეტრი არის რ65 სტანდარტის 1520 მმ.-ანი ლიანდაგი, ხოლო 27 კილომეტრი - ევროპული UIC-60 სტანდარტის 1435 მმ.-ანი ლიანდაგი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები