ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6931        EUR 3.0456        GBP 3.5137        RUB 4.215        UAH 1.0092        AZN 1.5841        AMD 5.5654      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს Facebook- მიმოწერას გამოითხოვს
ნინო შუბითიძე
3 აგვისტო, 2018, 14:09
 ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს Facebook- მიმოწერას გამოითხოვს

თბილისი (GBC) – ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე  სოციალურ ქსელ Facebook-ში მიმოწერას  შს სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოითხოვს და მიღებისთანავე მიაწვდის  საპარლამენტო კომისიას.

შს მინისტრმა  გიორგი გახარიამ  კომისიაში განაცხადა, რომ პროცედურა რთული არ არის , სულ 1-2 წთ სჭირდება.

საქმის მსვლელობის შეცვლაზე კი აღნიშნა, რომ  შეცდომა კი არ იყო, არამედ გამოძიების შემდგომი სტრატეგია  აირჩიეს. მიაჩნია, რომ დაკითხვების გაჭიანურებაზე კომისიის წევრების აქცენტები სწორია, თუმცა სხვა ინტერპრეტაციებითაა.  ასევე არ იზიარებს  მათ მოსაზრებებს  საქმეში  ყველა შესაძლო გარემოების გამოუყენებლობის  თაობაზე.

საწყის ეტაპზე იმ დროისთვის დადგენილი  შესაძლო ფიგურანტები დაიკითხნენ.   ახალი სტრატეგია კი,  სწორედ ახალი ფიგურანტების შესაძლო გამოსავლენად დაიწყო.

კომისიას საქმეში პროკურატურის მაღალჩინოსნის  მირზა  სუბელიანის შესაძლო მონაწილეობაზე ჰქონდა კითხვები, რაზეც  მინისტრმა  უპასუხა, რომ გამოძიების სტრატეგია იყო, რაც ჯერ არ დასრულებულა.

„119 მოწმე დაიკითხა,  უამრავზე უფრო მეტი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, ეს იყო სტრატეგია გამოძიების. იმედი მაქვს კომისია ისეთ ფაქტობრივ გარემოებას დაადგენს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას,  ან  გამოძიების  ხარვეზი დავადგინოთ,  ან სისტემური პრობლემა  აღმოვაჩინოთ, ან ისეთი ახალი გარემოება, რომელიც მოგვცემს საშუალებაზე ხარისხობრივად შევცვალოთ ის, რის გამოც ეს კომისია შეიქმნა“, - განაცხადა გახარიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები