ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6193        EUR 3.0693        GBP 3.4651        RUB 3.9538        UAH 0.9336        AZN 1.5449        AMD 5.423      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
საფონდო ბირჟა იშლება
ნინო შუბითიძე
3 სექტემბერი, 2018, 16:03
საფონდო ბირჟა იშლება

თბილისი (GBC) – საფონდო ბირჟა (სსბ) ემიტენტებს კარგავს.  სსბ-ის ინფორმაციით, კომპანიების გარბიან.  სისტემაში  მხოლოდ 52 სააქციო საზოგადოების  აქციები რჩება დალისტული.

ბროკერების ინფორმაციით,  ემიტენტები  ახალმა რეგულაციებმა დააფრთხო. საბუღალტრო აღრიცხვის ახალი სტანდარტით, აუდირებული ანგარიშის მომზადება $ 20 000 ჯდება, აუდიტის უგულისყურობაზე რომ აღარაფერი ითქვას, რომლებიც დაკვეთაზე უმეტესად უარს ამბობენ.  მიზეზად კი მოუცლელობას ასახელებენ.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი - GSX   154  ნიშნულამდეა დაცემული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -131  ივნისში აღინიშნა.

ინდექსი საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებული 10 კომპანიის აქციებით ვაჭრობის მიხედვით ყოველდღიურად ანგარიშდება, თუმცა  ამ დროისთვის თავის დატვირთვას  ვეერ პასუხობს, რადგან 10 ემიტენტიდან ზოგი ბირჟიდან უკვე წასულია და დარჩენილებიც დელისტინგისთვის ემზადებიან.

ინდექსირებული კომპანიებია: სს "ლიბერთი ბანკი" (სალისტინგო კოდი -BANK), სს"საქართველოსბანკი" (GEB), "გაერთიანებული ტელეკომი" (UTC), სს "კავკასიიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" (NRGY), "ლიბერთი ქონსუმერი" (CTC),"სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა" (TSIF), სს "თელასი" (AEST),  სს "სარაჯიშვილი" (ENIS), "ვითიბი ბანკი ჯორჯია" (UGB), "თელიანი ველი" (WINE).

 

</