ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
5 სექტემბერი, 2018, 11:38
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი  უცვლელად, 7%-ზე  შეინარჩუნა.

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან (3%) სიახლოვეზე აღნიშნა (აგვისტოში ინფლაცია 3.1% იყო) და განაცხადა, რომ  სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს.

"რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვა. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პრესრელიზში.

სებ-მა ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდაზე განაცხადა, რაც მისი შეფასებით, ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან ჩამორჩენის სწრაფად აღმოფხვრას.

პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი და პირველ შვიდ თვეში წლიურმა ზრდამ 29 პროცენტი შეადგინა. ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 22 პროცენტით გაიზარდა. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი). თუმცა, ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურების ფონზე, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).

შეგახსენებთ, წინა სხდომაზე მარეგულირებელმა განაკვეთი 0.25 საბაზისო პუნქტით  7%-მდე შეამცირა და აღნიშნა, რომ მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები