ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, სიმინდის ზეთის წარმოება იწყება
22 ნოემბერი, 2018, 10:59
საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, სიმინდის ზეთის წარმოება იწყება

თბილისი (GBC)-  „საპარტნიორო ფონდის“ და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება.

ფონდის ცნობით, ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარია.

საწარმო, ხობში მდებარეობს, ის უახლესი  მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა.

საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს გამოუშვებს. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება.

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია - ,,კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს.

კომპანია ,,კოლხური“ მაქსიმალური ეფექტურობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშავებს და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების ცხოველური საკვები პროდუქტის წარმოებას გეგმავს.  საწარმოებში ჯამში 120-ზე მეტი ადგილობრვი დასაქმდება.

„მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად სიმინდის ზეთის წარმოება იწყება. მსოფლიოში სიმინდის ზეთის წარმოება ერთერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მიმართ  საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. სამეგრელოში დამზადებული სიმინდის ზეთი პირველად ქართულ დახლებზე გამოჩნდება. წარმოება რეგიონის შემოსავლების მატებას და დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ საქართველოში ამ საწარმოს არსებობა გლეხებისა და ფერმერებისთვის სიმინდის საკულტივაციოდ დამატებითი სტიმული გახდება“,  განაცხადა დავით საგანელიძემ.

პროექტიში ჩართულია  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ქართუ ბანკი და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები