ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9735        EUR 3.2917        GBP 3.8465        RUB 4.6667        UAH 1.2294        AZN 1.7519        AMD 6.2272      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფადი ასლიმ როს უილსონთან ივანიშვილის მაფიოზურ დამოკიდებულებებზე დაიჩივლა
27 თებერვალი, 2019, 17:31
ფადი ასლიმ როს უილსონთან ივანიშვილის მაფიოზურ დამოკიდებულებებზე დაიჩივლა

თბილისი (GBC) - -ნი ივანიშვილი წარმოადგენს ყველაზე დიდ დაბრკოლებას საქართველოში ბიზნესის და საინვესტიციო გარემოსთვის და რომ მისი მაფიოზური დამოკიდებულება საქართველოს 1990-იან წლებში აბრუნებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს განუცხადა.

პალატის ცნობით, ფადი ასლის და როს უილსონსის შეხვედრაზე  საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი განიხილეს.  ფადი ასლიმ ასევე წარადგინა შეფასება საქართველოს სასამართლო სისტემასა და თიბისი ბანკის საქმის გარშემო მიმდინარ მოვლენებზე, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, კონკრეტულად კი ეროვნული ბანკისა და პროკურატურის, ზეწოლაზე თიბისი ბანკის სამეთვლყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე.

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გამჭვირვალე და გულახდილი საუბარის ელჩ უილსონთან, რომელთანაც წარვადგინეთ მოხსენება საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესის კლიმატზე, უფრო კონკრეტულად კი განვიხილეთ საქართველოს სასამართლო სისტემა და ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილი თავდასხმები, რომელიც მიზნად ისახავდა მიეყენებინა ზარალი ანაკლიის პორტის პროექტისა და თიბისი ბანკისთვის. ჩვენ ვაცნობეთ ელჩ უილსონს, რომ -ნი ივანიშვილი წარმოადგენს ყველაზე დიდ დაბრკოლებას საქართველოში ბიზნესის და საინვესტიციო გარემოსთვის და რომ მისი მაფიოზური დამოკიდებულება საქართველოს 1990-იან წლებში აბრუნებს - განაცხადა ICC Georgia- თავმჯდომარემ.

საერთაშორისო სავჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია,რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები