ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0416        EUR 3.4087        GBP 3.8294        RUB 4.429        UAH 1.1372        AZN 1.7892        AMD 6.2875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
16 აგვისტო, 2019, 10:59
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

თბილისი (GBC) - ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 6 მლნ ლარით აფინანსებს. 

უკვე დასრულდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. ფონდში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება.

გზის პროექტირება/მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

გარდა შემოვლითი გზის მშენებლობისა მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი  ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები