ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9661        EUR 3.2965        GBP 3.8186        RUB 4.6397        UAH 1.1917        AZN 1.7447        AMD 6.2431      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვერცხლის საიუბილეო მონეტა ₾75 ღირს
1 ოქტომბერი, 2019, 16:55
ვერცხლის საიუბილეო მონეტა  ₾75 ღირს

თბილისი (GBC) - სებ-ის საიუბილეო (100 წ) ვერცხლის მონეტის პრეზენტაცია დოკუმენტური რგოლის ჩვენებით დაიწყო,  სებ-ის შენობის გახსნის და 1919 წლის პერიოდის ამსახველი უნიკალური ისტორიული კადრებით. სებ-მა "საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1919-1921" წიგნიც გამოსცა (ავტორი  სებ-ის  ყვარლის ფულის მუზეუმის თანამშრომელი, როლანდ სპანდერაშვილია. როლანდი პროფესიით ისტორიკოსი და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია) და რამდენიმე ეროვნულ ბიბლიოთეკას აჩუქა,.

"საქართველოს ეროვნული ბანკი 100 წლისაა! ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. სებ-ის საქმიანობა, არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ დადებითადაა შეფასებული. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო ზედამხედველობის შედეგია ისიც, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ეროვნული ბანკის თანამშრომლებს - მადლობა ერთგულებისა და ეროვნული ბანკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 5₾ ნომინალის  საკოლექციო მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა, 75 ლარი ღირს და დღეიდან ხელმისაწვდომია.

მონეტის რევერსის მთავარი კომპოზიცია 1919 წელს დაფუძნებული საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკია (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის (III) კორპუსი). მონეტაზე დატანილია წარწერები: "5 ლარი", "საქართველო",   "1919 . 2019" ,  Georgia


 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები