ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9562        EUR 3.3476        GBP 3.7328        RUB 4.2963        UAH 1.1144        AZN 1.7389        AMD 6.1284      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მცირე ჰესები შეღავათებით ისარგებლებენ
24 ოქტომბერი, 2019, 13:15
მცირე ჰესები შეღავათებით ისარგებლებენ

თბილისი (GBC) - მთავრობა იმ მცირე ჰესებისთვის და მათი ინვესტორებისთვის, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს, შეღავათებს აწესებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირდება მცირე ჰესების მიმართ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რაც აქამდე ერთ მეგავატზე 100 000 დოლარს შეადგენდა. კერძოდ, იმ ჰესებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი შესყიდვის ხელშეკრულებებს და  დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 დოლარი ერთ მეგავატზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ასეთი ჰესები საკმაოდ ბევრია.

ეკონომიკის მინისტრის აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ენერგობაზრის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ბაზრის გახსნას და კონკურენციის სტიმულირებას გულისხმობს.

„ამით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ინვესტორებისთვის გამოთავისუფლდება მათი რესურსის და საკუთარი კაპიტალის დაახლოებით 10%, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში - ერთი მხრივ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა  ისეთ ჰესებს, რომლებიც არ მოითხოვს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე მხრივ - ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას  და მათ განკარგვაში ვუტოვებთ მეტ რესურსს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას მოხმარდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები