ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9723        EUR 3.2779        GBP 3.8265        RUB 4.6531        UAH 1.2273        AZN 1.7487        AMD 6.2169      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეზოლუცია ბანკის აქციონერს წილს ართმევს და კრედიტორს აძლევს
4 ნოემბერი, 2019, 19:28
რეზოლუცია ბანკის აქციონერს წილს ართმევს და კრედიტორს აძლევს

თბილისი (GBC)–  სებ-ი ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივის შესრულებისთვის მზად არის, საპარალემენტო განხილვის მოლოდინში.

ცვლილებების პაკეტით ზედამხედველს ემატება კიდევ ერთი ბერკეტი, თუმცა ბანკის დაჯარიმებისთვის კი არა, ბანკის  გაჯანსაღებისთვის – რეზოლუცია, რომელიც კრედიტორებს ბანკის დაპატრონების შესაძლებლობას აძლევს, ასევე დეპოზიტარებს. კრედიტორმა რეზოლუციისას იმაზე მეტად არ უნდა იზარალოს, ვიდრე ლიკვიდაციისას იზარალებდა, თუ მაინც, სხვაობა უკან დაუბრუნდება.

როგორც იცით, კომერციული ბანკი გაკოტრების კანონით არ რეგულირდება, რომელიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს  და ბოლო ცვლილებებით, კრედიტორების ინტერესების მეტად დაცვას. სახელმწიფო აღარ იქნება პირველი რიგის.

ბანკების რეგულაციით, გაკოტრების რეჟიმი მხოლოდ გაკოტრებას ითვალისწინებს.  რეზოლუციის ჩარჩო კი აჩენს მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობას.  ფინანსთა სამინისტროც გახდება მესაკუთრე, კაპიტალში იმდენს თუ შეიტანს, რაც ბანკის აქციონერს მოეთხოვება. ეს 50 მლნ ბიუჯეტიდან უნდა აიღოს. ცვლილებებს შემოაქვს დროებითი ბანკის და დროებითი ფონდის  ინსტიტუტი. გაფუჭებული ბანკის აქტივს გამოეცლება ხარისხიანი ნაწილი და წავა გაჯანსაღებაზე, სხვა ბანკისთვის ან სახელწიფოზე გადაცემით.  უხარისხო აქტივი კი ლიკვიდაციაზე. პროცედურის რეჟიმია მყისიერი. ის ყველა ნორმის შეჩერებას გულისხმობს, გასხვისება რომ არ შეფერხდეს. სებ-ში ევროპის ად აშშ-ის ბანკების მაგალითზე ოპტიმალურ ვადაზე აღნიშნავემ. შესაძლებელია მხოლოდ 3 დღე დაჭირდეს. ცვლილებებით, 1 წლიანი ვადაა გათვალისწინებული, იგივე ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

 სებ-ი ცნობით, საქართველოს ბაზარზე ყველა ბანკი ჯანსაღია, საფრთხე არცერთს ემურება.  რეზოლუცია მხოლოდ სექტორის დაცვას ემსახურება.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელი  მერსედეს ვერა-მარტინი საბანკო სექტორი მაღალ კაპიტალიზაციაზე, ლიკვიდურობასა და მომგებიანობაზე აღნიშნავს. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გაძლიერებას იწონებს  და ახალი სარეზოლუციო ჩარჩოს დროული ამოქმედებაზე აღნიშნავს, რაც უფრო გაამყარებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები