ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9089        EUR 3.221        GBP 3.8319        RUB 4.5697        UAH 1.2276        AZN 1.7103        AMD 6.0767      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზარზე ბრენდირებული სავაჭრო ქსელების წილი 30%-მდე იზრდება
2 დეკემბერი, 2019, 22:44
 ბაზარზე ბრენდირებული სავაჭრო ქსელების წილი 30%-მდე იზრდება

თბილისი (GBC) - „ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს. თუ წინა წლებში ზრდა უმეტესწილად დედაქალაქზე მოდიოდა, ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი”, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა  თორნიკე კორძაიამ

 

კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი  თიბისიმ გასულ კვირას წარადგინა.  მიზანი კომპანიებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა და სექტორული ანალიზია.

 

ანალიტიკოსების 2019 წლის ბოლოსთვის FMCG სექტორის  გაზრდას ელიან,  ₾9,4 მილიარდამდე.

ორგანიზებული მოთამაშეები - ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებს.

თიბისი კაპიტალი  (თიბისი ბანკის შვილობილი) საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ეწევა (საფინანსო  კონსულტაცია, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები