ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტყიბულში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცა
6 მაისი, 2020, 21:20
ტყიბულში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცა
თბილისი (GBC) - ტყიბულში, კომპანია „საქნახშირმა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, საქველმოქმედო აქტივობა განახორციელეს. ბენეფიციარი ოჯახები, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულთა და მრავალშვილიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებს შორის შეირჩნენ.

აქტივობები ორ ეტაპად ჩატარდა - პირველი ეტაპი აპრილის შუა რიცხვებში გაიმართა, მეორე კი მაისის დასაწყისში. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, შერჩეულ ბენეფიციარ ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცათ. „საქნახშირისა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქველმოქმედო აქციამ ჯამში 40 ოჯახი მოიცვა.

ზურაბ აღდგომელაშვილი („საქნახშირის“ დირექტორი): „ძალიან საჭირო და დროული იყო იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. მიხარია, რომ „საქნახშირი“ და პროფკავშირები ერთობლივად ასეთ კარგ საქმეს აკეთებენ. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით აუცილებლად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს.“
თამაზ დოლაბერიძე (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე): „საქართველოს პროფკავშირები, შპს „საქნახშირისა“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან ერთად აგრძელებს დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, ეტაპობრივად ხორციელდება. საქველმოქმედო აქტივობების გარდა ჩვენ ჩართულები ვართ ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო „საქნახშირის“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას. ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარული ღონისძიებების განხორციელება და სოციალურად შეჭირვებულების ან მრავალშვილიანების დახმარება. ჩვენ ხელი უნდა შევაშველოთ ერთმანეთს, რომ ერთად გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა.“


ბენეფიციარების ნაწილს პროდუქტები „საქნახშირის“ ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე გადაეცათ. ღონისძიებას „საქნახშირის“ ადმინისტრაციისა და პროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები