ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9841        EUR 3.3422        GBP 3.7394        RUB 4.313        UAH 1.1183        AZN 1.7554        AMD 6.1712      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის საოპერაციო დირექტორი: პანდემიის პირობებში საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდება
9 მაისი, 2020, 14:45
ჯორჯიან მანგანეზის საოპერაციო დირექტორი: პანდემიის პირობებში საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდება
თბილისი (GBC) - ამ გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ საექსპორტო ბაზრებზე ჯამში ექსპორტის შემცირება დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებში იქნება”, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პანდემიის პირობებში მძიმე მრეწველობის დარგში ექსპორტის კლებაზე კომენტირებისას „ბიზნესპარტნიორის” ეთერში განაცხადა.

როგორც მერაბ ლომინაძე განმარტავს, დღეს პროგნოზები საკმაოდ არაოპტიმისტურია, თუმცა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა ბაზარზე ვითარება შეიცვალოს.

„ამერიკაში არაერთი მეტალურგიული ქარხანაა დახურული, ხოლო ევროპაში დახურულია ის საწარმოები, რომლებიც ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას გამოიყენებენ, ასევე სახეზეა შეფერხებები რუსეთში.

თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით რესურსების ოპტიმალურად გამოყენება და ჩვენ პროდუქციაზე თვითღირებულების დაწევა შევძელით, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ის მოგების მარჟები, რომლებიც კომპანიებს დაგეგმილი ჰქონდათ წლის ბოლომდე დავეწიოთ. თუმცა, ეს ძალიან ოპტიმისტური განწყობაა. შედარებით რეალისტური პროგნოზია ის, რომ რასაკვირველია კლება სახეზე იქნება”, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს” ლომინაძემ.

ცნობისთვის, საგარეო ვაჭრობის პირველი კვარტლის მონაცემებით, პანდემიის პირობებში მძიმე მრეწველობას პრობლემები შეექმნა. კერძოდ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 39%-ით არის შემცირებული ფეროშენადნობების ექსპორტი.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები