ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3252        EUR 3.9976        GBP 4.6187        RUB 4.4557        UAH 1.1895        AZN 1.9542        AMD 6.3037      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის მენეჯმენტი აქციებს ყიდის
მარიამ მინაძე
4 დეკემბერი, 2020, 18:52
თიბისის მენეჯმენტი აქციებს ყიდის

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები ნიკა ქურდიანი და ნინო მასურაშვილი და ყოფილი მოადგილე და ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე TBC Bank Group PLC- აქციებს ყიდიან.

ტრანზაქციები 18-24 ნოემრბრის ჩათვლით განხორციელდა.


მენეჯმენტმა სულ 202,000 ცალი ნომინალური აქცია გაყიდეს (£0.1-ად გამოშვებული), ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ კი £2,615,691.34 შეადგინა.


კერძოდ, 24 ნოემბერს ვახტანგ ბუცხრიკიძემ გაყიდა 23,500 ცალი აქცია, თითოეული საშუალო ღირებულებით £13.40, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £314,990 შეადგინა.


იმავე დღეს, ნინო მასურაშვილმა გაყიდა 30,000 ცალი აქცია, თითოეულის საშუალო ღირებულებით £13.08, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £392,379.42 შეადგინა.


და 24-შივე ნიკოლოზ ქურდიანმა გაყიდა 7000 ცალი აქცია, თითოეულის საშუალო ღირებულებით £13.44, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £94,050 შეადგინა.


19-23 ნოემბერს ვახტანგ ბუცხრიკიძე


ანალოგიურ პერიოდში ნიკოლოზ ქურდიანმა გაყიდა 33,500 ცალი აქცია, თითოეული საშუალო ღირებულებით £12.67, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £417,960.96 შეადგინა.


18-20 ნოემბრის შუალედში კი თავისი აქციების ნაწილი გაყიდა ბანკის ყოფილმა გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ. მან ამ პერიოდში 55,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაყიდა თითოეული საშუალო ღირებულებით £12.99, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £714,560 შეადგინა.


შაგიძე GBC-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად TBC-დან წასვლისა, ის ძირითადი აქციების დატოვებას აპირებს. სამომავლო გეგმებს კი ჯერ-ჯერობით კვლავ საიდუმლოდ ინახავს.

დაკავებული პოსტი მან ოქტომბრის ბოლოს გიორგი მეგრელიშვილს დაუთმო, თუმცა წლის ბოლომდე კვლავ თიბისიში მრჩევლის როლში დარჩა, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები