






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) – ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილს 5-ჯერ
გადააჭარბებს თუ 6-ჯერ (მაგ: შარშან 2.5%-ის ნაცვლად 9.3% იყო); ნავთობის ფასი 2-ჯერ
გაიზრდება თუ 1.5-ჯერ; პანდემიის ახალი ტალღა გადაგვივლის თუ არა; ეკონომიკა კიდევ
გახდება ჩასაკეტი თუ არა; ტურიზმი აღდგება თუ ვერა; კომუნალურები კიდევ სუბსიდირდება
თუ არა, რუსეთი ცას კვლავ ჩაგვიკეტავს თუ არა, - ამ ნუსხიდან, რამდენიმე, სებ-ის პრეზიდენტმა
პალიტრა ნიუსში (საქმე) სტუმრობისას ჩამოთვალა, უპრეცედენტო პანდემიის გამოწვევებთან
ბრძოლის სირთულის ასახსნელად.
იმ რეალობაში, როცა პროგნოზი თითქმის შეუძლებელია, მიწოდების
ფაქტორებთან ბრძოლა კი პრაქტიკულად შეუძლებელი. ოპტიმალურად, უარესსა და ნაკლებად უარესს
შორის არჩევანი მიიჩნევა.
რა ჯობს სულ უსამსახურობა თუ სამსახური და სიძვირე.
კობა გვენეტაძის
თქმით, ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია. მიწოდების ფაქტორის (არამონეტარული)
მოქმედებით იზრდება ფასები, კურსის 3 თვიანი გამყარების პირობებში. მაგ: ნავთობი, ეკონომიკური
აქტივობის შემცირებისას გაიაფდა, აღდგენის შემდეგ, მოთხოვნის შესაბამისად გაძვირდა.
ასეა სასურსათო ფასთან მიმართებაშიც (შაქარი,
ხორბალი, ზეთი...) გაზრდილია გადაზიდვები (მაგ: ჩინეთიდან ევროპაში +400%) რაც საბოლოოდ ტარიფებში აისახება. მათ შორის ტაქსის და სხვა გარდაუვალი
საჭიროების სერვისის თანხები. დასაქმებული
ტრანსპორტივით ხომ არ გაჩერებულა. გადაადგილდებოდა უფრო ძვირად. და მსგავსი
უამრავი ფაქტორია, მთელი წყება, რაზეც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა.
რომელთა მოქმედების შედეგად წლის ბოლომდე ფასები კიდევ
გაიზრდება. დეკებერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია 14.5% -ს მიაღწევს. შეიძლება
უფრო მაღალიც იყოს და არც უფრო დაბალის არსებობაა
გამოსარიცხი.
10 წლიან მაქსიმუმს მიღწეული ინფლაციის მაღალი ზრდა
შარშანდელი სუბსიდიით გამოწვეული საბაზო ეფექტითაა, რაზეც სებ-ს, პრეზიდენტის თქმით,
ჯერ კიდევ სუბსიიდიის დასრულებისას ჰქონდა გაცხადებული.
უფრო დაბალ ინფლაციაზე გასვლის შესაძლებლობას მხოლოდ ძვირი ფული ქმნის, რაც 18-20% რეფინანსირების განაკვეთს
გულისხმობს (10% შენარჩუნდა მპკ-ს ბოლო გადაწყვეტილებით 15/09/2021) და რაც სებ-ის
პრეზიდენტის თქმით, მთლიანად ჩაკლავდა ეკონომიკურ აქტივობას. ეს კი ნიშნავს დაკრედიტების გაჩერებას, მსესხებლის მდგომარეობის დამძიმებასთან
ერთად.
მიზეზი მიწოდების ფაქტორებია, გამკლავება შეუძლებელია
და შებრძოლება გაუმართლებელი. ამაზე წასვლა ნიშნავს ეკონომიკის ვარდნას -12%-მდე, ან
მეტით, შარშანდელი -6% -ის ნაცვლად.
რეალობა ქმნის ერთადერთ გამოსავალს, რომ ფულის გაძვირება
ჯობს უფულობას.
ამის პრევენცია შეუძლებელია. გვენეტაძის თქმით, შესაძლებელია
მხოლოდ შექმნილი მდგომაროების გამოსწორებაზე ზრუნვა, ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის
პრევენცია.
მაღალი ინფლაცია პანდემიის უპრეცედენტო შოკით არის განპირობებული,
რამაც ის წნეხში მოაქცია მიწოდების მხრიდან
და მოთხოვნის მხრიდანაც. რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, არ არის ლოკალური მოვლენა.
მთელს მსოფლიოში ხდება.
სებ-ის პრეზიდენტმა, სატელევიზიო ეთერში მცურავი გაცლითი კურსის დამსახურებაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა,
შოკების შთანთქვის უნარით. „კურსი ფიქსირებული რომ ყოფილიყო როგორ დაფინანსდებოდა ტურიზმიდან $ 3 მილიარდიანი დანაკლისი“, სებ-ი რომ
არ ყოფილიყო ვინ მიაწოდებდა საფინანსო ბაზარს
ნასესხებ $916 მლნ-ს. კობა გვენეტაძემ დონორებისგან სახსრების მოზიდვაზე აღნიშნა, რაც
ბაზრის ფინქციონირებისთვის აუცულებელი იყო.