ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა: დარწმუნებული ვარ Concentrix-ი საქართველოში დიდ დასაქმების ცენტრს შექმნის
24 სექტემბერი, 2021, 20:06
თურნავა: დარწმუნებული ვარ Concentrix-ი საქართველოში დიდ დასაქმების ცენტრს შექმნის

თბილისი (GBC) - საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით,  პირველი ასეთი მსხვილი გლობალური კომპანია, გერმანული „მეიჯორელი“ იყო, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და უკვე დასაქმებული ჰყავს ათასზე მეტი ადამიანი.

„ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში კომპანია Concentrix-ი მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიაა, რომელიც 250 ათას ადამიანს ასაქმებს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. კომპანიამ უკვე დაიწყო საქართველოში თანამშრომლების აყვანა. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ დიდ დასაქმების ცენტრს შექმნის ჩვენს ქვეყანაში და აქ დაფუძნებული ქოლ ცენტრებით, ონლაინ მომსახურების ცენტრებით მოემსახურება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ინდუსტრიას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix  საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით,  შემოვიდა.

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სსიპ-აწარმოე საქართველოში „Invest in Georgia”-ს 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს ხსენებული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები