GE EN
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტე...

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ ბანკმა სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს უკვე 16 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

1714377345

„აგენტების“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დაიწყო, ინიციატივა სესიაზ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.ოხანაშვილის ამ პოზიციაზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პროცედურულ საკითხზე საუბარი სურდა.„ქალბატონო თინა, ჩემი თანხმობის გარეშე საუბრის გაგრძელების შემთხვევაში გამოგიცხადებთ გაფრთხილებას. მუხლობრივად ვიწყებთ განხილვას, თუ რაიმე საკითხი გაქვთ, შინაარსობრივი განხილვის დროს დააყენეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა. ამის შემდეგ მას კომიტეტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა.ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ კანონპროექტის სასესიო განხილვა ხვალ, 30 აპრილს არის ჩანიშნული და მოუწოდა, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დღესვეა დაგეგმილი სესიაზე საკითხის გატანა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო. მანამდეც და მას შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან პერმანენტულად ტარდება ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები.ორშაბათს, 29 აპრილს, მმართველი პარტია რუსთაველის გამზირზე კონტრაქციას გეგმავს. პარტიის ლიდერებმა აქციაზე „ქუდზე კაცს“ უხმეს. 

1714371768

„ოცნება“ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ ქუდზე კაცს იხმობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, შეკრება 18:00 საათზე დაიწყება და კონტრაქციაზე მისულ ხალხს პოლიტიკოსები სიტყვით 20:00 საათიდან მიმართავენ. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ შეკრებაზე მოსალოდნელზე მეტი ადამიანი მივა.მისივე თქმით, 29 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

1714368440

„ჩვენი ვეფხისტყაოსანი"- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყ...

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტები კი სამახსოვრო სიგელებს და ვეფხისტყაოსნის სასუვენირო გამოცემას მიიღებენ.კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ალექსანდრე ლორთქიფანიძე - მწერალი; თეონა ბექიშვილი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგი; ლევან გელაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი; ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი და ნატა ლომოური - ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი."ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ამ ნაწარმოების სწავლა-სწავლების შემდგომ გააზრებას და მის განვითარებას. ეს პრემია მიზნად ისახავს ერთი მხრივ მოვახდინოთ ამ საკითხის აქტუალიზება, ბიძგი მივცეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივებს, ჩავრთოთ და დავაკავშიროთ სხვადასხვა აქტორები. თუმცა რა თქმა უნდა ჯილდოს მისიიდან გამომდინარე მთავარი მიზანი გახლავთ წავახალისოთ ჩვენი მასწავლებლები, დავეხმაროთ მათ საკუთარი პრაქტიკის განვითარებასა და გაზიარებაში",– ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.„გვიხარია რომ ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის შედგა თანამშრომლობა და დავაწესეთ პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი". შეუძლებელია ვეფხისტყაოსანი შაბლონურად, ერთი სტანდარტით ისწავლებოდეს, მნიშვნელოვანია მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება. ვფიქრობთ, ამ მხრივ პრემია „ჩემი ვეფხისტყაოსანი" შესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული, ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით", – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

1714196220

ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოში 57-ე წლიური შეხვ...

„წლიური შეხვედრისთვის რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიეთ სლოგანი: „ხიდი მომავლისკენ". უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც  ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ასევე, ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ საქართველოსთვის მეტად გადამწყვეტ დროს, რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაგვაჩნია. ასევე ყველანი გამოვდივართ პანდემიის შედეგად მოყენებული ზიანიდან და ყველანი განვიცდით რეგიონულ კრიზისს. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველო უძველესი ქვეყანაა უდიდესი ისტორიით, ძალიან თანამედროვე საზოგადოებითა და ძალიან ნათელი, ახალგაზრდა თაობით, რაც ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყანა წინ მიდის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.„ვფიქრობ, რომ განვითარებაზე ორიენტირებული მრავალეროვნული ბანკები კარგი გზა და ხიდია მომავლისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სამი ფაქტორი: პირველი არის კლიმატის ცვლილებაზე  შესაბამისი რეაგირება, მეორე გახლავთ კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება და მესამეა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. ყოველივე ამით მოხდება  გლობალიზაციის ხელშეწყობა. თუ ეს სამი ფაქტორი კარგად არის შერწყმული, ვფიქრობ, რომ განვითარებაზე ორიენტირებული მრავალეროვნული ბანკები ძალიან ძლიერ ინსტრუმენტად წარმოჩნდებიან იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ამჟამად ვიმყოფებით. დაბოლოს, ბატონო ლაშა, დიდი მადლობა, რომ წელს თქვენ მასპინძლობთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, მოუთმენლად ველი თბილისში ბევრი ადამიანის ხილვას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.აღნიშნული დისკუსია აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight"-ის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო. ინტერვიუს უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.დისკუსია წინ უსწრებდა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას, რომელიც თბილისში 2-5 მაისს იმართება.

1714195920

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სა...

სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში - ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი უნივერსიტეტების და შესაბამისად, სტიპენდიატების რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი, მიზანდასახული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ვქმნით განათლების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.სტუდენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიები მათი შრომის დაფასებაა, რომელიც აძლევს მათ დამატებით მოტივაციას და უღრმავებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.„ჩვენ გვჯერა, რომ მცირე წარუმატებლობას შენი შეჩერების უფლება არ უნდა მისცე; საქართველოს ბანკის სტიპენდიაც ხომ სწორედ ამისთვისაა“, - აღნიშნავენ სტიპენდიატები.რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას?საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 15 პარტნიორ უნივერსიტეტში.გამარჯვებულების გამოსავლენად კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მთავარი მაღალი აკადემიური მოსწრება და სტუდენტების მოტივაციაა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.ამასთან, საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვისთანავე შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულის შესარჩევად განსხვავებული კრიტერიუმები მოქმედებს.„გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ  არც უგრანტობით სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი,  თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იმუშაო, წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის“, - აღნიშნავს ლილი კერესელიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.საქართველოს ბანკის მიზანი ახალგაზრდების და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ არის ერთჯერადი ინიციატივა. სტიპენდიის მოპოვების ან მისი შენარჩუნების შესაძლებლობა ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ.სტიპენდიებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

1714153068