თბილისი (GBC) – საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 29 აპრილს, „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, შეკრება 18:00 საათზე დაიწყება და კონტრაქციაზე მისულ ხალხს პოლიტიკოსები სიტყვით 20:00 საათიდან მიმართავენ. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ შეკრებაზე მოსალოდნელზე მეტი ადამიანი მივა.

მისივე თქმით, 29 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.