






USD | 3.2994 |
EUR | 3.9801 |
GBP | 4.4674 |
TRY | 0.4395 |
თბილისი (GBC) -5 ივლისს კომპანიებისთვის დამოუკიდებელი დირექტორების სარგებელზე კონფერენცია გაიმართება.
„დამოუკიდებელი დირექტორები: ძირითადი სარგებელი და უპირატესობები კომპანიებისთვის“ - კონფერენციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება შეიქმნა 2016 წლის აპრილში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად საქართველოში. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ადგილობრივ კომპანიებში.
2016 წლის მაისში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონებში მეწარმეთა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. ცვლილებები ითვალისწინებს „ანგარიშვალდებული საწარმოების“ სამეთვალყურეო საბჭოებში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას.
2017 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით აუდიტის კომიტეტი წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტს და დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. უფრო მეტიც, აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.