ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.5772        EUR 3.0282        GBP 3.4398        RUB 4.3608        UAH 0.9456        AZN 1.5173        AMD 5.3303      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GPI-ის მფლობელი ვენის სადაზღვევო ჯგუფი ევროპის წამყვან კომპანიად რჩება
18 აგვისტო, 2017, 14:46
GPI-ის მფლობელი ვენის სადაზღვევო ჯგუფი ევროპის წამყვან კომპანიად რჩება

თბილისი (GBC) - “ჯი პი აი ჰოლდინგის“ მფლობელი  „ვენის სადაზღვეო ჯგუფი“ უმაღლეს რეიტინგს ინარჩუნებს.

17 აგვისტოს, საერთაშორისო სარეიტინგო  სააგენტომ, S&P (Standard & Poor’s)-მა კომპანია  შეაფასა „A+“ რეიტინგით მისი მიღწევების, სტაბილურად მზარდი შემოსავლებისა და მყარი კაპიტალიზაციისთვის.

ამასთან,  S&P-მ „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ (VIG) დაასახელა წამყვან კომპანიად ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით , ჯგუფს უმაღლესი რეიტინგი - „AAA” აქვს მინიჭებული. S&P-ის რისკების შეფასების მოდელით „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ კაპიტალიზაცია, კონსერვატიული საინვესტიციო და გადაზღვევის პოლიტიკა უაღრესად მდგრადს ხდის კომპანიას რაიმე სახის ცვალებადობების მიმართ. ასევე აღსანიშნავია ბანკაშურანს პროექტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მულტიბრენდული სტრატეგია, როგორც ჯგუფის წარმატებისა და მდგრადობის საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ “ჯი პი აი ჰოლდინგი” ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი 2006 წელს გახდა, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე საერთაშორისო და მაღალი რეიტინგის მქონე კომპანიის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ვენის სადაზღვევო ჯგუფს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს  და ავსტრიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 25 ქვეყნის 50 კომპანიას აერთიანებს, 24 000 თანამშრომლით. დღეს „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთადერთი ამ დონისა და რეიტინგის საერთაშორისო ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები