ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4826        EUR 2.9305        GBP 3.3029        RUB 4.3371        UAH 0.9361        AZN 1.4628        AMD 5.1581      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ხაზარაძე: ანაკლიის პორტთან შეიქმნება განსაკუთრებულ რეჟიმში მოქმედი ადმინისტრაციული ერთეული
12 ოქტომბერი, 2017, 18:53
ხაზარაძე: ანაკლიის პორტთან შეიქმნება განსაკუთრებულ რეჟიმში მოქმედი ადმინისტრაციული ერთეული

თბილისი (GBC) -  ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანად ცვლის სამეზობლოს ეკოგარემოს, - განაცხადა "ანაკლია ჰოლდინგის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

მან ბიზნესმენებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ფაზაში პორტს აღარ სჭირდება 1000 ჰა მიწა განვითარებისთვის, რადგანაც დღეს პორტები  დიდ სოფტ-კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ითვლის, ანაწილებს და ოპტიმიზაციას  უკეთებს მოძრაობას და ლოგისტიკას.  სწორედ ამიტომ, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დაეთმობა 340 ჰა ტერიტორია, სადაც განვითარდება 100 მლნ ტონა ტვირთის  მომსახურე პორტი.

რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, აქ  მოეწყობა განსაკუთრებულ რეჟიმში მოქმედი ადმინისტრაციული ერთეული, რომლისთვისაც დაიწერება სპეციალური ორგანული კანონი. კანონის შექმნაში კი,  საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან. 

"ეს საინტერესოს გახსნის ამ ქვეყანაში არამხოლოდ სატრანსპორტო   მიმართულებით ამ ადგილს,  არამედ საწარმოო და ლოგისტიკური ცენტრებისთვისაც", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.  

ბიზნესმენი ამბობს, რომ I ფაზის ღირებულება არის 540 მილიონი და ბიზნესგეგმაში  არ არის გათვალისწინებული  არც ერთი ჩინური კონტეინერი.

"ვქმნით ახალ შესაძლებლობას საქართველო გახდეს იდეალური ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი... ჩვენი ბიზნესგეგმა არ ითვალისწინებს არც ერთ კონტეინერს ჩინეთიდან, დაფუძნებლია მხოლოდ იმ ტვირთებზე, რომელიც არის ჩვენს გარშემო. ჩვენ ბანკებს ვაჩვენეთ ძალიან პესიმისტური სურათი და ის საკმარისია უკვე დაფინანსებითვის. თუმცა ვიცით, რომ ჩინეთი ევროპაში უშვებს 350 მლნ ტონა ტვირთს და როგორც კი ეს პორტი იქნება, ნებისმიერი 1 % რომელიც წამოვა ამ მიმართულებით აორმაგებს პირველი და შემდეგი ფაზების სიმძლავრეს", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტის პირველი პროექტი 1966 წელს გაკეთდა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ნავსადგურის განვითარების  3 სხვადასხვა პროექტი მომზადდა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები