ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4826        EUR 2.9305        GBP 3.3029        RUB 4.3371        UAH 0.9361        AZN 1.4628        AMD 5.1581      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფონდი: პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები 160 ავტომობილს დაიტევს
13 ოქტომბერი, 2017, 12:15
ფონდი: პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები 160 ავტომობილს დაიტევს

თბილისი (GBC) - თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს და ფოტომასალას ავრცელებს. 

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე ირწმუნება, რომ პარკინგით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

მისი განმარტებით, თავისუფლების მოედანთან მშენებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის წითელ ხაზებში უკვე მოწყობილია 80 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი; მისი ინფორმაციითვე, გარდა ამისა, საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის ქვეშ, შესაძლებელია 40 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, მაგრამ ფონდი ასახელებს ავტომანქანების მინიმალურ რაოდენობას - 30-ს.

„შესაბამისად, ჯამურად, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები 160 ავტომობილს დაიტევს. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7-ვარსკვლავიან სასტუმროს, თავად ეს მასშტაბური პროექტი და ინვესტიცია უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენი დედაქალაქისთვის. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს საბაგირო სადგურს, საკონფერენციო სივრცეს ორი სხვადასხვა კონცეფციით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, A კლასის საოფისე ფართებს, რესტორნებს, ბარებსა და სხვადასხვა დასასვენებელ თუ გასართობ ატრაქციას, ეს აბსოლუტურად საჯარო სივრცეა და, რა თქმა უნდა, ავტოსადგომით სარგებლობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, პირველ რიგში, დედაქალაქი და მისი მოსახლეობა უპრეცედენტო საზოგადოებრივ სივრცეს შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, ტერიტორიის ფონდისთვის გადაცემას საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები