ოქრო NYMEX(უნც.)  1224.90  +0.81%    |    პლატინა (უნც.)  852  +1.45%    |    ვერცხლი (უნც.)  14.39  +0.76%    |    პალადიუმი NYMEX  1074.10  +0.83%    |    ნიკელი (ტონა)  11610  +0.58%    |    ალუმინი (ტონა)  1959.25  +0.18%    |    ნავთობი (Brent)  74.69  -0.44%    |    გაზი(NYMEX)  3276  +0.46%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.18  -1.05%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112.95  +0.49%    |    ხორბალი (ტონა)  503.75  +0.50%    |   
 USD 2.7166        EUR 3.0602        GBP 3.49        RUB 4.0131        UAH 0.9733        AZN 1.6026        AMD 5.5611      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FAO:  საქართველოში პრობლემაა ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ
7 დეკემბერი, 2017, 14:12
FAO:  საქართველოში პრობლემაა ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ

თბილისი (GBC) - FAO-ს ფერმერთა განწყობების კვლევის თანახმად, საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს.

გამოკითხვა, რომელიც აგვისტო-სექტემბრის თვეში, კავკასიის რესურსების კვლევითმა ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გარდა, მოიცავს ინფორმაციას ფერმერთა შორის გენდერული როლების განაწილებისა და მათ მიერ მედია და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ  ფერმერთა ნახევარზე მეტს (57%) საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველზე განხორციელებულია ვეტერინარული ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.

კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული ხართ საქონლის დაავადებების შესახებ? შეაფასეთ საკუთარი ცოდნა შკალაზე, სადაც 0 ნიშნავს „საერთოდ არაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, ხოლო, 10 ნიშნავს „ყველაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, გამოკითხულთა 29% აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ფერმერები და მათი ოჯახის წევრები, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადების პირველად რისკ-ჯგუფის კატეგორიაში არიან. 

გამოკითხულთა 58% საკუთარი ცხოველისაგან წარმოებული ნაწარმის (რძე, ყველი, ხორცი) უდიდეს ნაწილს, 76-100%  თავად მოიხმარს.

სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ფაქტი, რომ ფერმერთა მხოლოდ 4-მა პროცენტმა დაკლა მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოში ბოლო 12 თვის მანძილზე.

ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, ცხოველებს უტარდებათ უფასო ვაქცინაცია როგორც ზოონოზურ, ასევე სხვა დაავადებებზე. 2017 წლიდან კი საქართველო ეტაპობრივად გადადის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაუმჯობესებულ სისტემაზე NAITS, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც სურსათის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე დაავადებების პრევენციას.

„კვლევამ გამოავლინა, სფეროები, სადაც  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ მუშაობა უნდა გააძლიერონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გააცნობიერონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, როგორც სახელწიფო სტრუქტურებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ -  განაცხადა FAO-ს NAITS პროგრამის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები