ოქრო NYMEX(უნც.)  1315.4  +0.13%    |    პლატინა (უნც.)  966.10  -0.64%    |    ვერცხლი (უნც.)  17.04  +0.18%    |    პალადიუმი NYMEX  1093.25  -0.45%    |    ნიკელი (ტონა)  12802.5  +1.09%    |    ალუმინი (ტონა)  2164.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  69.03  +0.31%    |    გაზი(NYMEX)  2977  +1.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.75  +0.14%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.22  +0.11%    |    ხორბალი (ტონა)  432  -0.05%    |   
 USD 2.534        EUR 3.1067        GBP 3.5235        RUB 4.4789        UAH 0.877        AZN 1.4907        AMD 5.2545      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
4 იანვარი, 2018, 12:02
გვენეტაძე: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას ასახელებს.

კობა გვენეტაძე Facebook-ში თავის გვერდზე წერს, რომ ეკონომისტებს 2017 წლის შეფასებისთვის, სულ მცირე, სამი თვე კიდევ სჭირდებათ. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემი უკვე ღირს აღნიშვნად.  

„ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2017 წლის მესამე კვარტალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის მერე ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8% იყო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ მაჩვენებელს წმინდა საპროცენტო ხარჯებს გამოვაკლებთ, და ე.წ. პირველად მიმდინარე ანგარიშს შევხედავთ, ეს პარამეტრი პროფიციტული იქნება”, - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ქვეყნის მთავარი ბანკირი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მიზეზებსაც განმარტავს, ეს  განპირობებული იყო 2017 წელს როგორც საქონლის, ასევე, განსაკუთრებით, მომსახურების (ტურიზმის) ექსპორტის ზრდით. ეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გამოჯანსაღების შედეგი იყო.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, რაც, ერთდროულად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს. ამ პარამეტრს, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელი ინვესტორებიც ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმზიდველობის შეფასებისას. ამდენად, მისი დაბალი დონე ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს სებ-ის პრეზიდენტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები