ოქრო NYMEX(უნც.)  1315.4  +0.13%    |    პლატინა (უნც.)  966.10  -0.64%    |    ვერცხლი (უნც.)  17.04  +0.18%    |    პალადიუმი NYMEX  1093.25  -0.45%    |    ნიკელი (ტონა)  12802.5  +1.09%    |    ალუმინი (ტონა)  2164.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  69.03  +0.31%    |    გაზი(NYMEX)  2977  +1.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.75  +0.14%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.22  +0.11%    |    ხორბალი (ტონა)  432  -0.05%    |   
 USD 2.5429        EUR 3.1082        GBP 3.5214        RUB 4.4825        UAH 0.883        AZN 1.4961        AMD 5.2566      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სანტე მომხმარებლის პრეტენზიას პასუხობს
11 იანვარი, 2018, 12:55
სანტე მომხმარებლის პრეტენზიას პასუხობს

თბილისი (GBC) – სანტე მომხმარებლის პრეტენზიას ეხმაურება.

კომპანია მომხმარებლებს ახსენებს, რომ რძის პროდუქტი და რძე არის მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, შესაფუთის ჰერმეტულობის დაზიანების ან ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს პროდუქტის აჭრა და ჭარბი შრატის გამოყოფა.

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები უყურადღებოდ არ ტოვებს მომხმარებლის მხრიდან შემოსულ არც ერთ შენიშვნას და იმ ერთეულ შემთხვევაშიც კი როცა ფიქსირდება პრეტენზია დაუყოვნებლივ ვამოწმებთ ობიექტსა და შეძენილი პროდუქტის შენახვის პირობებს.  მოცემულ შემთხვევაში დავუკავშირდით მომხმარებელს... ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირება და ფაქტის მიზეზების განსაზღვრა სამწუხაროდ ვერ ხერხდება, რადგან მომხმარებელმა ვერ შეძლო მოეწოდებინა საჭირო ინფორმაცია- მას არ ახსოვს არც იმ ობიექტის დასახელება სადაც განხორციელდა შესყიდვა და არც პროდუქტის წარმოების ვარგისიანობის ვადა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რძის პროდუქტების მწარმოებელი 20 წლიან მოღვაწეობაზეც აღნიშნავს და აცხადებს, რომ  სანტე არის ბაზრის უპირობო ლიდერი სტაბილურად მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი ასორტიმენტის გამო.

ამასთან, კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, ვისაც აქვს ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტზე ან ნებისმიერ მსგავს შემთხვევაზე,   დეტალები მიაწოდოს  ცხელი ხაზის ნომერზე 2 241 241 სამუშაო საათებში (9:00-18:00) ან მოგვწეროს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები