ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6599        EUR 3.0211        GBP 3.4533        RUB 4.02        UAH 0.9543        AZN 1.5692        AMD 5.4928      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს წყალს უფასოდ მიაწვდის
11 იანვარი, 2018, 13:30
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს წყალს უფასოდ მიაწვდის

თბილისი (GBC) -  საქართველოს რკინიგზა მგზავრებს წყალს უფასოდ მიაწვდის.

კომპანია ელექტრომატარებლების მგზავრებისთვის წყლის მისაწოდებლად 0.5 ლ მოცულობის, 300 000 ცალზე მეტი  ბოთლი წყლის შესყიდვას გეგმავს. მგზავრობისას თითოეულ მგზავრზე 1 ბოთლი წყალი უფასოდ გაიცემა.

„სამგზავრო მატარებლებში მგზავრების სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს მათთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიმართულია მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ“, - აცხადებენ კომპანიაში.

წყლის მიმწოდებელი კომპანია ინტერესთა გამოხატვით  შეირჩევა, განაცხადების წარდგენა 24 იანვარს იწურება. პირობის მხრივ, რკინიგზა მოწოდებული საქონლის სანაცვლოდ, მომწოდებელ კომპანიას  სარეკლამო მომსახურებას გაუწევს, მათ შორის განახორციელებს ფლაერების დარიგებას, ბანერების ან სარეკლამო ბადე - სტიკერების  განთავსებას. შესაძლებელია ვიდეო რგოლების გაშვება, ან სავარძლების თავის მისაყრდნობი შალითის ბრენდირება და სხვა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სურვილის შემთხვევაში შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი შემოთავაზებები, როგორიცაა მაგ. მომწოდებელი კომპანიის მიერ წარმოებული სხვა პროდუქცია (მაგ. გაზიანი სასმელები, ცივი ყავა და ა.შ) და მგზავრებისთვის სხვადასხვა აქტივობები, რომელებიც ასევე ხელს შეუწყობენ აღნიშნული კომპანიის ცნობადობის გაზრდასა და დადებითი იმიჯის შექმნას მომხმარებლებში.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომატარებლებით  2017 წელს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე გადაყვანილი იქნა 646,5 ათასი მგზავრი. რაც შეეხება ფოთის მიმართულებას მგზავრთნაკადი 246,3 ათასი იყო,  ზუგდიდის მიმართულებით 217,2 ათასი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები