ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სრულიად მარტო სამოთხეში, შორს ცივილიზაციისგან – ბახმარო ჟურნალ BERGWELTEN-ის გვერდებზე
წყარო: tourismcenter.ge
6 თებერვალი, 2018, 16:34
სრულიად მარტო სამოთხეში, შორს ცივილიზაციისგან – ბახმარო ჟურნალ BERGWELTEN-ის გვერდებზე

თბილისი (GBC) - გერმანული გამოცემა Bergwelten  საქართველოს, კერძოდ ბახმაროს შესახებ სტატიას აქვეყნებს. 

“კავკასიაში მდებარე ბახმარო, ქართველებისთვის საყვარელი საზაფხულო კურორტია, თუმცა ზამთარში იგი დაცარიელებულია და ტყე უზარმაზარ თოვლშია ჩაფლული", -  ასე იწყება სტატია, სადაც მისი ავტორი ფლორიან ბირნკამერი იწყებს საკუთარი მოგზაურობის აღწერას ბახმაროსა და მის “სამოთხის მტვერში”.

"იანვრის დასასრულია, ალპებში ცოტა თოვლია. სიახლეების დროა! მაგალითად გავეშუროთ ისეთი ადგილისკენ, სადაც არის თოვლი, ბუნება და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ამისათვის ვეწვიეთ საქართველოს", - წერს ავტორი. 

მისი  თქმით ქვეყნის 80 %-ზე მეტი მთებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, იქ მოსახვედრად გერმანიიდან ან ავსტრიიდან, მხოლოდ 4 საათია საჭირო ფრენისთვის. ბახმაროს მთებში სრიალით მოხიბლული, ამ ადგილებს ადარებს ბავარიას და იაპონიას და აქვე აღნიშნავს: “რატომ უნდა გაემგზავრო მაგალითად იაპონიში, ასე შორს, როდესაც საუკეთესო ადგილები ასე ახლოსაა. ბახმარო ნარკოტიკივითაა, ჩვენ დაავადებულები ვართ მისით.”

სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მდიდარი ისტორია, აქვს საკუთარი ენა, დამწერლობა და გასაოცარი კულტურა, რითიც ქართველები ძალიან ამაყობენ.

ფლორიან ბირნკამერი განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებს ქართულ სამზარეულოს, სტუმართმოყვარე მასპინძლებს და წერს: “მადლობა საქართველო! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ამ სამოთხეში”.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები