ოქრო NYMEX(უნც.)  1349.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  1015.80  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  16.62  -0.52%    |    პალადიუმი NYMEX  1044.15  +0.81%    |    ნიკელი (ტონა)  13685  +0.07%    |    ალუმინი (ტონა)  2189  -0.70%    |    ნავთობი (Brent)  65.22  +0.59%    |    გაზი(NYMEX)  2611  +2.07%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.38  -1.83%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  120.45  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  458  0.00%    |   
 USD 2.4638        EUR 3.0595        GBP 3.455        RUB 4.369        UAH 0.9118        AZN 1.4545        AMD 5.1222      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს
6 თებერვალი, 2018, 17:44
EBRD საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს

თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ამავე დროს არის ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ბანკის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა:  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

„აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გახლავთ მთავარი პარტნიორი საქართველოსთვის. გასულ წელს, მათ განახორციელეს ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩვენთან ურთიერთობის ისტორიაში და ძალიან სასიხარულოა, რომ 2018 წელს  ბანკი აპირებს ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მათი პორტფელის 90%-ზე მეტი, მიმართული იქნება კერძო სექტორის  დასაფინანსებლად“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.   

„ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაკავშირებს. ძალიან სასიამოვნო იყო ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა.  გასული წელი, რეკორდული იყო EBRD-ის მიერ საქართველოში განხორცილებული ინვესტიციების თვალსაზრისით, რომელმაც  270 მილიონი ევრო შეადგინა  და მოიცვა 20 პროექტი სხვდასხვა სექტორში.  ვფიქრობთ, მიმდინარე წელიც გამორჩეული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტებით.  და რაც ყველაზე მთავარია, რატომ გვაქვს ამის შესრულების იმედი? - იმიტომ, რომ საქართველოში რეფორმები ვითარდება სწორი მიმართულებით, ქვეყანა ცდილობს გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი, ამკვიდრებს იმ სტანდარტებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას  აძლევს მტკიცედ იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით“ , - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.  

ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოში ბანკის დაფინანსების ოდენობა 205 პროექტისათვის შეადგენს, დაახლოებით, 2.9 მილიარდ ევროს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
სპონსორები