ოქრო NYMEX(უნც.)  1296.8  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  909.90  +1.01%    |    ვერცხლი (უნც.)  16.52  +0.70%    |    პალადიუმი NYMEX  977.40  +0.65%    |    ნიკელი (ტონა)  14640  +0.26%    |    ალუმინი (ტონა)  2278.75  +0.26%    |    ნავთობი (Brent)  79.53  -0.34%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.34  +1.31%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.47  -1.13%    |    ხორბალი (ტონა)  533.75  +0.48%    |   
 USD 2.4805        EUR 2.9044        GBP 3.3087        RUB 4.005        UAH 0.9487        AZN 1.4636        AMD 5.1383      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმე ქალების მხარდაჭერისთვის აქტიურდება
8 თებერვალი, 2018, 14:44
სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმე ქალების მხარდაჭერისთვის აქტიურდება

თბილისი (GBC) -სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმე ქალების მხარდაჭერისთვის აქტიურდება.  

ორგანიზაცია მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმის  გასამართად ემზადება, რომლის მხარდასაჭერად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმიც გაფორმდა.

 მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და აჭარის ა/რ  სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით,  2018 წლის 8 მარტს,   ბათუმში ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან.  ასევე, მომხსენებლები იქნებიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა მეწარმეობის განვითარებას. ფორუმში ჩართულნი იქნებიან  ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებს სულ 300 დელეგატი როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეები  წარმატებულ მაგალითებს განიხილავენ და იმსჯელებენ  გამოწვევებზე. ბიზნესფორუმი  ქალ მეწარმეებს  დამატებით შესაძლებლობებზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. ასევე, მისცემს მათ ბიზნეს-წრეებთან კომუნიკაციის გაღრმავების საშუალებას.

ღონისძიების  ორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“,  აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

 ბიზნესფორუმის მიზანია  საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და  ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად. დოკუმენტის ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ  მსგავსი ღოისძიებები არის  ერთ-ერთი მთავარი საშუალება  საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები