GE EN
სხვა სიახლეები
მშენებლობა 6%-ით გაძვირდა

მათ შორის: საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7%-ით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.2%-ით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.4%-ით. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 7.3%-იანი მატებით, რამაც 1.45 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 25.9%-იანი მატებით და მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4%-იანი მატებით, რამაც შესაბამისად 2.99 და 1.75 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 32.2%-ით.

1793951459

TBC 3Q26-სთვის თითო აქციაზე ₾1.75-ის დივიდენდს გადაიხდის

დივიდენდი ჩვეულებრივ აქციებზე ბრიტანულ ფუნტში გადაიხდება. დივიდენდის მიღების უფლება ექნებათ იმ აქციონერებს, რომლებიც TBC Group-ის აქციონერთა რეესტრში 2027 წლის 8 იანვრის დღის ბოლოს იქნებიან რეგისტრირებული.დივიდენდის გადახდის გრაფიკი ასეთია: ექს-დივიდენდის თარიღი - 2027 წლის 7 იანვარი; რეესტრში დაფიქსირების თარიღი - 2027 წლის 8 იანვარი; ვალუტის კონვერტაციის თარიღი - 2027 წლის 15 იანვარი; ხოლო დივიდენდის გადახდის თარიღი - 2027 წლის 5 თებერვალი.3Q26-ის დივიდენდის გადასახდელად გამოყენებული ლარი/ფუნტის გაცვლითი კურსი განისაზღვრება 2027 წლის 15 იანვარს და იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2027 წლის 11-15 იანვრის პერიოდში დაფიქსირებული საშუალო გაცვლითი კურსი.

1793950298

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის...

ჯილდო თიბისის ინოვაციურ მიდგომას აღიარებს, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე და პერსონალიზებული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ეს მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ციფრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსების მართვას, ინვესტირებასა და მოგზაურობას უმარტივებს.ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია Turkish Airlines-თან და Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი. ის მომხმარებლებს მილების დაგროვებისა და განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მობაილბანკში ინტეგრირებული სპეციალური სივრცე კი მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სერვისებზე წვდომას ამარტივებს.თიბისი ინოვაციებს საინვესტიციო მიმართულებითაც ავითარებს. განახლებული TBC Capital Trader მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს, რაც მათ საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო არჩევანს აძლევს."თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინოვაციურობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ითარგმნება უფრო მარტივ და კომფორტულ საბანკო მომსახურებაში და მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ შეთავაზებებში" , - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორითიბისი კონცეპტი და თიბისი Wealth Management-ი აგრძელებენ ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მათი ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული, გამორჩეული გამოცდილება.(R)

1793949546

სარფში 14 400 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინე...

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა.

1793948597

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პა...

ტრივია sCoolApp-ის შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გამოცდისა და ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს.  თამაშში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა სამკაციანი გუნდები უნდა შექმნან. გუნდებს ყოველდღიური მისიების შესრულება მოუწევთ. მისიები სხვადასხვა კატეგორიის კითხვებს მოიცავს, მოსწავლეები კი ქულებს სწორი და სწრაფი პასუხებით დააგროვებენ.კითხვები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები საკუთარ თანატოლებს ეჯიბრებიან. გუნდებს ყოველდღიურად ხუთი მისიის შესრულება მოუწევთ. ამასთან, თამაშის ყოველდღიური აქტივობით მოსწავლეები მონეტებსაც დააგროვებენ, რომელთა გადაცვლა sCoolApp-ის მარკეტში განთავსებულ საჩუქრებსა და პარტნიორი კომპანიების ვაუჩერებში შეეძლებათ.ტრივიას ახალ სეზონში, საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს.  სეზონის მთავარ პრიზს კი სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს - გამარჯვებული გუნდების თითოეული წევრი მშობელთან ერთად პარიზში, დისნეილენდში გაემგზავრება.ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომელსაც უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. აპლიკაცია მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებასა და ფუნქციონალს სთავაზობს, მათ შორის, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCoolApp, გადმოწერეთ აპლიკაცია ამ ბმულზე.(R)

1793888234

ამანათები ამერიკიდან სპეცტარიფით - საქართველოს ბანკის და Boxette-ის შე...

აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში: 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235 ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.

1793884841