თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 3Q26-ში წინა კვარტალთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 14.5 პროცენტიანი მატებით, რამაც 7.66 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

3Q25-თან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.2%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 25.1 პროცენტიანი მატებით, რაც 13.91 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 7.4%-ით შემცირდა, რამაც, შესაბამისად, 1.13 და -0.8 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.