თბილისი (GBC) – ოქტომბერში საქართველოში $9.4 მლნ-ის 26.9 მლნ კოლოფი სიგარეტი (თამბაქოს ნაწარმი) იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 4.8%-ით მეტია, ხოლო რაოდენობაში 14%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ოქტ: $9 მლნ-ის 31 მლნ კოლოფი).

საანგარიშო პერიოდში, იმპორტირებული სიგარეტის ფასი საშუალოდ 20.7%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან 1 კოლოფი იმპორტირებული სიგარეტის ფასი $0.29 იყო, წელს მისი ფასი $0.35-ია.

ტოპ საიმპორტო ქვეყნები კი ასეთია:

1. თურქეთი - $5.6 მლნ-ს 13.4 მლნ კოლოფი.

2. სომხეთი - $1.5 მლნ-ს 7.2 მლნ კოლოფი.

3. პოლონეთი - $1.2 მლნ-ს 2.7 მლნ კოლოფი.