თბილისი (GBC) –იანვარ-აპრილში საქართველოდან სულ $31.5 მლნ-ს 1.1 ტონა ოქრო გავიდა ექსპორტზე, რაც ფულად გამოსახულებაში 12.1%-ით მეტი, ხოლო რაოდენობაში 22.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

ქართული ოქროს საექსპორტო ფასი შემცირებულია 8.5%-ით. თუ შარშან იანვარ-აპრილში 1 გრამი ქართული ოქროს საექსპორტო ფასი $31.9 იყო, წელს მისი ფასი $29.2-ია.

ქართული ოქრო შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

1. შვეიცარია - $25.6 მლნ-ს 0.93 ტონა (ექსპორტის 81%);

2. თურქეთი - $4.7 მლნ-ს 0.12 ტონა (ექსპორტის 15%);

3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ-ს 0.03 ტონა (ექსპორტის 4%).