თბილისი (GBC) – 2 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330  შეადგინა.

სებ–ის მიერ სავალუტო ინტერვენციაზე ლარის კურსმა რეაგირება მოახდინა და ეროვნული ვალუტა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 16:20 საათისთვის 0,13%–ით მხარდება და $1 2,6325 ღირს.