თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი განუხრელად იცავს და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

,,საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის გარანტს, საერთაშორისო საფინანსო სექტორის განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ გამჭვირვალობის პრინციპებით. საქართველოს საბანკო სექტორი განუხრელად იცავს და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ამჟამად საქართველოს საბანკო ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო სანქციების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში", - აცხადებს ძნელაძე.